საზოგადოება
„2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან განაცხადა.

 „ნაციონალური მოძრაობისდროს სამუშაო ადგილები 23 000-ით შემცირდა, ჩვენ კი 65 000-ით გავზარდეთ სამუშაო ადგილები. ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციის ეკონომიკაზე გადავედით. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი რთულ ეკონომიკურ პირობებში. ბიზნესს მთავრობა ლობირებს. როგორც კი ევროპასა და რეგიონშიც კრიზისი დასრულდებაუფრო გაიზრდება სამუშაო  ადგილები. ყველა მიმართულებით ეკონომიკაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. რეგიონში ვართ ლიდერები, კორუფცია აღარ არის, საკუთრება დაცულია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, 137- პოზიციაზე ვართ. ორგანიზებული დანაშაულის კუთხით 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის. 2030 წლისთვის ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, ამერიკის და წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დონეს მივაღწიოთ... კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა უნდა დასვას, მაგრამ არა დემაგოგიური - რომ გადით ქუჩაში და ნახეთ. მიგრაცია ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში სულ არის“, - განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ “გურიის მოამბის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

 ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების წინ გურიაში ყოფნის დროს გაცემული წინაასაარჩევნო დაპირებები შეახსენა და უთხრა, რომ გურულები იმედგაცრუებულები არიან. ჟურნალისტის თქმით, გურიიდან ლუკმაპურის საშოვნელად კვლავ თურქეთში მიდიან, კვლავ დიდია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი.