აქტუალური
„მე სააკაშვილს არაფერში დავხმარებივარ და ვერც გაბედავდა, ჩემთვის რამე პირადული ეთხოვა!“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 მისივე თქმით, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მთელ ხელისუფლებას აფინანსებდა, რაც კარგად იყო დამალული და შეფუთული.

 „მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და ვერც გაბედავდა, ჩემთვის რამე პირადული ეთხოვა. ჩემი აზრით, ჩემმა პოზიციამ მათი გამოაშკარავების პროცესი გაახანგრძლივა. მე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, მახსოვს, შეცდომებზე როგორ რეაქციას ვაკეთებდი, იგივე 7 ნოემბერზე როგორი საუბარი მქონდა, მგონი, ტელევიზიითაც მაქვს ნათქვამი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 „სააკაშვილსაც მეტ კონსულტაციას ვაძლევდი და მეტსაც ვეხმარებოდი, ვიდრე დღეს რჩევებს ვაძლევ კვირიკაშვილს. საერთოდ, ქვების სროლით მოვიდნენ, თუ გახსოვთ. მათი სახის გამოჩენაში მე როლი მიმიძღვის, რამეთუ დიდ ანგარიშს მიწევდნენ. მე სააკაშვილს ვესაუბრებოდი იმაზე, რომ ისეთი პოპულარობით წავიდეს, რომ 15 წლის შემდეგ ამდენივე რეიტინგით მოვიდეს.

 მერაბიშვილმა მითხრა, ეგ ჩვენთან აღარ თქვა, მაგას ჩვენ ვერ ვგებულობთ, ჩვენ ერთ თვეზე და მაქსიმუმ ორ კვირაზე ვგეგმავთ, როგორ გადავაგოროთო”, - განაცხადა ივანიშვილმა.