საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „როგორც მოქალაქეს, მაქვს პასუხისმგებლობის განცდა და გრძნობა იმისა, რომ ვიზრუნო ქვეყანაზე“

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. სატელევიზიო გამოსვლებშიც ხშირად მითქვამს და ვასაბუთებ დღესაც, რომ არავითარი პირადი ინტერესი  არ მაქვს, არ მაქვს ამბიცია თანამდებობებზე და ეს ჩემი ქმედებებით დავამტკიცე - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში - შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „არ მაქვს ბიზნესი საქართველოში, არ მაქვს არანაირი პირადი ინტერესი, თუმცა პირადული ინტერესი არ არის სირცხვილი. ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქე ივანიშვილს,  არავითარი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მთავარი მიზანი არის ჩემი ქვეყანა, საოცრად მიყვარს, როგორც გიყვართ თქვენ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, რომ მეც, ჩემს შვილებსაც, თქვენს შვილებსაც, ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და ეცხოვრებოდეს საკუთარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირადი ინტერესი. ეს მამოძრავებს და დამატებითი არავითარი ინტერესი არ გამაჩნია“, -აღნიშნა ექსპრემიერმა.