პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა  განიხილეს ბოლო პერიოდში გააქტიურებული საქართველო–გერმანიის  ურთიერთობების ძირითადი საკითხები.

 კნუტ ფლეკენშტეინმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა  და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესებისადმი. მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.