სამართალი
მასობრივი მოწამვლა: კვირიკაშვილმა მარნეულის საავადმყოფოში მოწამლულები მოინახულა – საქინფორმი დივერსიას არ გამორიცხავს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი.  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კვებითი ინტოქსიკაციით რამდენიმე ათეული ადამიანი მოათავსეს.

 პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოწამლულია 200-მდე ადამიანი, რასთან დაკავშირებითაც მარნეულის კლინიკებში სრული მობილიზაციაა, ხოლო რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, თბილისში გადაიყვანეს.

 "მინდა, დავამშვიდო ყველა. არ ინერვიულონ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაციაა. გამოძიება დაწყებულია, დალუქულია საკვების და სასმელის ნიმუშები და საინტერესო იქნება, დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 საქინფორმი არ გამორიცხავს განზრახ მოწამვლის ვერსიას – ანუ დივერსიას წინასაარჩევნო პერდიოდში, ითვალისწინებს რა მსგავს ინციდენტებს 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ.