პოლიტიკა
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვატარებთ“ – კახი კალაძე

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ  ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტთან საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 „მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოსოციალისტებსა და დემოკრატებსმხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში”, - განაცხადა კალაძემ.

 „ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში”, - აღნიშნა კახი კალაძემ.