აქტუალური
„ჰეროკრატია – 9+1“ – ხაინდრავას სერიალის ორი ეპიზოდის პრემიერა გაიმართა (ვიდეო +18)

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. „სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის საშინელებები ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო...” – ამის შესახებ ფილმის "ჰეროკრატია - 9+1" პრეზენტაციის შემდეგ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 “ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოისტორიები რეალურია და არაფერი დაგვიდგამს. პირველ ეპიზოდს მაყურებელი 6 სექტემბერს "იმედზე" იხილავს, ხოლო 7 სექტემბრიდან - GDS-ზე", - აღნიშნა რეჟისორმა (ვიდეოანონსი იხ. აქ)

 ფილმის ორი ეპიზოდის პრეზენტაცია კინოთეატრ "რუსთაველში" საათსა და 20 წუთს გრძელდებოდა. ჰეროკრატია - 9+1" 24 ეპიზოდისგან შედგება. პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია სცენა, სადაც სტუდენტს სამართალდამცავები სთხოვენ, აღიაროს ტელეფონის ქურდობა. ფიზიკური ზეწოლის შემდეგ სტუდენტი დანაშაულს აღიარებს და სასამართლო 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. ციხეში კი მას ფიზიკურად უსწორდებიან.