პოლიტიკა
„ამ წლების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ რუსეთის აღიარების პოლიტიკა სრულად ჩავარდა“ – ქეთევან ციხელაშვილი

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2030.news-ს განუცხადა.

 მისი თქმით, 8 წელი გავიდა  რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

 „ამ წლების განმავლობაში სრულიად ნათელი გახდა, რომ რუსეთის აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო მასშტაბით სრულად ჩავარდა, წარუმატებელი გამოდგა. იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელმაც დაუჭირა რუსეთს მხარი, ორმა სახელმწიფომ, ტუვალუმ და ვანუატუმ უკან გაიწვია მისი აღიარება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მთელი მსოფლიო განუხრელად უჭერს მხარს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებო არის ის, რომ 8 წლის შემდ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს ეს .. დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც ამ რეგიონებს არც ჰქონიათ და არც პერსპექტივაშია. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიები დღეს ოკუპირებულია, შემოსაზღვრულია კილომეტრობით მავთულხლართებით”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 „დადგა დრო, თვალებში შევხედოთ ამ რეალობას, რომ არც ქართველებს, არც აფხაზებს, არც ოსებს განგრძობითი ოკუპაცია, მოუგვარებელი კონფლიქტი არ გვაწყობს. ამიტომ უნდა გავიხედოთ მომავალში. ეს მომავალი არის შერიგების პროცესი, საერთო ინტერესები, ყველაფერი ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არის მზად”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.