სამართალი
„ობიექტებს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი არ ჰქონდა“ – პროკურატურა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ობიექტებს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა,  არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი; აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება, სათანადო ნებართვის შემთხვევაში, ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც. 

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.