აქტუალური
"ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს!" - პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ უზრუნველვყოფთ საქართველოში ძალიან სწრაფი განვითარების პროცესს ისე, რომ არცერთი ბავშვის ცრემლი არ ჩამოვარდება, არცერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

 პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის ღირსება უზენაესია. ეს არის უდიდესი განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან დიდი განვითარების პროცესი იგეგმება სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოთხი წლის თავზე თქვენ იხილავთ სრულიად სხვა, გაცილებით უფრო ფერად, გაცილებით აგუგუნებულ ქვეყანას, რომელშიც ყველა ადამიანი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.