პუბლიკაციები
თუ იცი, რომ ვერ მოაგროვებს ბურჯანაძე ამ ხმებს, მომეცი დალოცვილო ეს ბლანკი - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

  ნინო ბურჯანაძე პარლამენტს პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელისშეშლაში ადანაშაულებს. განცხადება ბურჯანაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას დემოკრატიული მოძრაობის ეშინია, რადგან ინიციატივის განხილვის შემთხვევაში, რომელიც ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, პარტია ხელმოწერების შეგროვებას შეძლებს.

 ფორმალური დასტურის შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს (ვიდეო იხ. აქ).