საზოგადოება
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი.  მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი, ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ რიმა ბერაძესთან ერთად, ამჯერად პაატა სააკაძის 19 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას  შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 106 ოჯახი ცხოვრობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამ სახლში მცხოვრებთა საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რომელიც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას აწუხებს.

 „მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ როდესაც თქვენ რაიმეს განიცდით, არსებობს ვიღაც ხელისუფლებაში, ვისაც ეს აღელვებს. მე მზად ვარ, გვერდში ამოგიდგეთ. ეს ჩემი ვალდებულებაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 იმ დღესვე მან არსენალის მთის მიმდებარე დასახლება ფეხით მოიარა და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებს პირადად გაეცნო.