პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქარელისა და ხაშურის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი.  ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წარუდგინა.

 „ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს  ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში, – ამის შესახებ პრემიერმა ხაშურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.