აქტუალური
მიშას კვლევა: "საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილს ხმას მისცემდა 10.5% , სააკაშვილს - 9.1%", კვირიკაშვილს – 3.0%

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. გერმანულ–ამერიკული  კომპანია GFK-ს  მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში გამოკითხულთა ხმების 10.5%-ს მიიღებდა.

 კითხვაზე: შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

 გიორგი მარგველაშვილი – 10.5%

 დავით ბაქრაძე – 9.1%

 მიხეილ სააკაშვილი – 6.9%

 გამოკითხულთა  4.8% ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა.

 პაატა ბურჭულაძეს – 3.6%, ხოლო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმას 3.0% მისცემდა.

 კომპანია GFK-მ სააკაშვილის პარტიული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  დაკვეთით ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2200 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.