პოლიტიკა
"სახელმწიფო - ხალხისთვის" თუ ქურდებისთვის? გაასამართლებენ თუ არა პაატა ბურჭულაძეს ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის? (ვიდეო)

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის და ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ონიანის შვილის ნათლობის ამსახველი კადრებია. კილაძის ინფორმაციით, ბურჭულაძე ონიანის ახლო მეგობარი და შვილის ნათლიაა (ვიდეო იხ. აქ).

 „იმ შემთხვევაში, თუ პაატა ბურჭულაძე გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვინ მაძლევს მე, ერთ რიგით ამომრჩეველს და ჟურნალისტს, იმის გარანტიას და გიორგი ვაშაძე გახდება თუ არა გარანტი, რომ ქვეყნის რეალური მმართველი არ გახდება პაატა ბურჭულაძის უახლოესი მეგობარი ტარიელ ონიანი. ასევე მაინტერესებს, როგორი იქნება ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც ნახავს ამ მაფიოზური წვეულების დეტალებს და რამდენად მისაღებია მისთვის მსგავსი ტიპის კომპანიასთან წინასაარჩევნო ფრონტზე ბრძოლაქართული ოცნების” და ხელისუფლების დასამარცხებლად, და მეოთხე და მთავარი, მე მაქვს ამ წვეულების სრული ვერსია, მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებობს კანონი ქურდულ სამყაროსთან კავშირის თაობაზე, ერთი სატელეფონო ზარისთვისაც კი ამ ქვეყანაში იჭერდნენ ადამიანებს და არაერთი ადამიანი ზის ციხეში კანონიერ ქურდებთან კავშირის ბრალდებით. მაინტერესებს, აღძრავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა, - განაცხადა ელისო კილაძემ.

 ჟურნალისტის ინფორმაციით, ნათლობის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს „ქართული ოცნების“ წევრი ბორის ჩაკვეტაძეც, რომელიც ასევე ტარიელ ონიანის მეგობარია.