საზოგადოება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი.  გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხა მოხდა.

 „დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის, რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიის მახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.