პოლიტიკა
თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში პარტია „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების“ სახელით მიიღებენ მონაწილეობას

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ მათ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 როგორც „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელების“ ხელმძღვანელმა ივანე წიკლაურმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავლენ.

 „ჩვენ ვნახეთ, როგორ ებრძვიანცენტრისტებს“. როცა არჩევნებიდან ხსნიან პარტიას, ეს არ არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა. კომუნისტური პარტია კი ყოველთვის დემოკრატიის სადარაჯოზეა”, - აღნიშნა წიკლაურმა.

 ლადო ბედუკაძემ ივანე წიკლაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიკლაურმა სამოქალაქო გმირობა გამოიჩინა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.