აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბანში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი წარუდგინა.

 პარტიის თავმჯდომარემ მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი წარუდგინა.

 ბოლნისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა მეშველიანი წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 „არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იწვნევს, დღეიდან 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილი წარდგენისას.

 „ბატონ კახას უკვე ათ წელზე მეტია, ვიცნობ, ჯერ კიდევ საბანკო სექტორში მუშაობის დროიდან. მე გავიცანი ის, როგორც ინიციატივიანი, პროფესიონალი ადამიანი. კახა  პარლამენტში საქმიანობისას  აქტიურობით გამოირჩეოდა“, - განაცხადა პრემიერმა.