აქტუალური
"ნაციონალური მოძრაობა", ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულის აღიარების ნაცვლად, ყველანაირად ცდილობს, წნეხის ქვეშ მოყოლილ ადამიანებს წამოაძახოს ნასამართლობა” – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის იოსებ მაკრახიძის ნასამართლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 მთავრობის მეთაურის შეფასებით, "300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემამაც.

 „იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე, მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", - განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს.

 "მათ ადგილას შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომლებშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.