სამართალი
„პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითრის გამო არ იჭერენ“ - მარგველაშვილი სააკაშვილს გამოესარჩლა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. "ამ დოკუმენტების საფუძველზე ნაწარმოები პიარი იმით დაგვისრულდა, რომ არც სააკაშვილი იძებნება და არც ადეიშვილი", ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმაგურია ნიუსისკითხვას, თუ რატომ არ ხსნიდა  საიდუმლო გრიფ მიხეილ სააკაშვილის ხარჯების ამსახველ დოკუმენტაციას.

 "პრეზიდენტებს არცერთ ქვეყანაში სუშის ქვითრისთვის არ იჭერენ. არც ბოტოქსებისთვის, არც მასაჟისტების ჩამოყვანისთვის და არც პიჯაკების შეძენისთვის. ქვითრებით ვერავინ დაიჭირეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თან ეს ეხებოდა ადამიანს, რომელზეც ჩვენ გვქონდა სერიოზული ბრალდებები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ხალხი იყო ნაწამები, ტელევიზიები და მიტინგები იყო დარბეული და ამ დროს საბუთი მიგვაქვს, რომ ამ ადამიანმა სუში ჭამაეს იყო არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგებზეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმსჯელოთაღარავის ეძებენ",აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმაგურია ნიუსისგადაცემაარჩევანშისტუმრობისას.