სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: „ჩემი ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გიორგი მარგველაშვილმაგურია ნიუსისგადაცემაარჩევანშიაღნიშნა, განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

 „ეს იყო განცხადება, რომელმაც გამოიღო თავისი მნიშვნელოვანი შედეგი. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება დარჩა უპასუხოდ და არცერთ შემთხვევაში არ აღიძრა საქმე. ეს არის ჩემთვის პრობლემური, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და უფლებების მატარებელი პირი. როდესაც ასეთი პირი აკეთებს განცხადებებს, აუცილებელია, რომ რეაგირება მოხდეს. ჩემმა განცხადებამ გამოიწვია ის, რომ აღიძრა საქმე პაპუაშვილის განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც ჩემი ოჯახის წევრს ეხება, ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნება, ამაზე დაინტერესდეთ პროკურატურასთან საუბრისას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა