საზოგადოება
"ჩანაწერი კონსტიტუციაში საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ ზეგ შეიძლება სხვა ჩანაწერით შეიცვალოს" - რესპუბლიკელი უსუფაშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდის!

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციას უნდა დაემატოს ჩანაწერი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების აუცილებლობაზე.

 პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას ექნება 75 დეპუტატის მხარდაჭერა და ეს ჩანაწერი დაემატება კონსტიტუციას. 

 „დარწმუნებული ვარ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდება, მაგრამ კონსტიტუციაში ჩანაწერი რომ გაკეთდება ეს არავის არ უშლის ხელს, რომ ზეგ მოინდომოს ამ ჩანაწერის სხვა ჩანაწერით შეცვლა, აქ უნდა აისახოს ხალხის ნება. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით საკუთარი პოზიციების კანონის ფარგლებში გამოხატვაში, მაგრამ ამასობაში კონსტიტუციაში უნდა იყოს ის განაცხადი, რაც უნდა ქართველ ხალხს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს რესპუბლიკელებისათვის დამახასიათებელი ცინიზმისა და დემოაგოგიის კიდევ ერთ გამოვლინებას, რომლებსაც საქართველოში ზოგიერთები რატომღაც ჭკვიანებად და განათლებულებად მიიჩნევენ. უსუფაშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ჩანაწერი ხომ აპრიორი არღვევს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციის გამოხატვის უფლებას, რომლებსაც უსუფაშვილის საწინააღმდეგო აზრი აქვს ნატოში საქართველოს მისწრაფების თაობაზე, რაც დემოკრატიას აშკარად ეწინააღმდეგება! აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის ცინიზმზე, რომელიც ორ დღეში ერთხელ კონსტიტუციის შეცვლას გვთავაზობს...