საზოგადოება
ქუთაისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება ბერლინში, მილანში, დორტმუნდში, სალონიკში, სოფიაში, მემინგენსა და ლარნაკაში

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი რეისი შესრულდება.

 „ქუთაისიდან სექტემბრის თვეში 7 ახალი მიმართულებით დავიწყებთ ფრენას. ეს არის დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, თუ დღეს გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩვენ გვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.