საზოგადოება
დავით სერგეენკო: „პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას“

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პენსიონერების დასაქმების ინიციატივის  კომენტირებისას განაცხადა.

 „პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას. პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს არის კემერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“, რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი”, - განაცხადა სერგეენკომ.