საზოგადოება
„ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს - არა“ – აშშ-ის საელჩოს განცხადება

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ამ კომენტარით ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სენატორმა ალაბამას შტატიდან ფრედ კალხუნმა ოლიმპიადის გახსნაზე ქართული დელეგაციის დანახვისას შეშფოთება გამოთქვა, რომ ჯორჯიის შტატს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მისცეს. ეს ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა US Daily Mail-მა გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შესაბამება. ალაბამას შტატს კი სენატორი, სახელად ფრედ კალხუნი საერთოდ არ ჰყავს. US Daily Mail-ის სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელიც გადაღებულია 2010 წელს კანადაში, ზამთრის ილიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის დროს.

US Daily Mail-ის სტატია რამდენიმე ქართულმა სააგენტომაც გაავრცელა.