პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
გლდანის მე-20 ოლქი - კობა კობალაძე, გლდანის 21-ე ოლქი - ლევან კობიაშვილი, გლდანის 22-ე ოლქი - ლევან კობერიძე, დიდუბის მე-15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი, დიდუბის მე-16 ოლქი - ილია წულაია, ვაკის მე-2 ოლქი - ბიძინა გეგიძე, ვაკის მე-3 ოლქი - ზაზა ხუციშვილი, ისნის მე-8 ოლქი - ირაკლი აბუსერიძე, ისნის მე-9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე, ისნის მე-10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი, კრწანისის მე-7 ოლქი - ბექა ოდიშარია, ნაძალადევის მე-17 ოლქი - სოფო კილაძე, ნაძალადევის მე-18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი, ნაძალადევის მე-19 ოლქი - ზაზა გაბუნია, საბურთალოს მე-4 ოლქი - მამუკა მდინარაძე, საბურთალოს მე-5 ოლქი - ნინო გოგუაძე, საბურთალოს მე-6 ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი, სამგორის მე-11 ოლქი - გიორგი მოსიძე, სამგორის მე-12 ოლქი - მარიამ ჯაში, სამგორის მე-13 ოლქი - შოთა ხაბარელი, ჩუღურეთის მე-14 ოლქი - გია ვოლსკი.

 პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ ასახელებს მთაწმინდის პირველ  ოლქში და მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილს.

 „ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკისთვის  და მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა, წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთი ასეთი პრეცედენტი“, - აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა.