პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პარტია „ცენტრისტებისათვის“ რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს, თუმცა არ კრძალავს პარტია „ნაცმოძრაობას“

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ „ცენტრისტების“  კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური.

 „ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას“, - აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ 2012 წლიდან პარტია „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნისა – აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის წინაარმდეგ მასობრივ დანაშაულში მხილებული სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, ამისათვის არავითარი სამართლებრივი პროცედურისთვის არ მიუმართავს.