სამართალი
მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონოდ შენახვის საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა განაცხადა, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით განიხილა აღკვეთის გაგრძელების საკითხი, ვინაიდან შვებულებაში გადის, პატიმრობის 2-თვიანი ვადა კი იწურებოდა.

 ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის გაგრძელებას არ დაეთანხმნენ, განსასჯელებს აღკვეთის ღონისიების ვადა ორი თვით გაუგრძელდათ. პროცესი კი სექტემბერისთვის გადაიდო.

 ფილაურის განმარტებით, გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის საქმე ცალკე წარმოებად კვლავ არ გამოყოფილა, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

 პირადი ცხოვრების მასალის მოპოვება-შენახვაზე ბრალდებული არიან ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე, ინგა ჩატოიანი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და გელა ღურწკაია.