პოლიტიკა
„ვიდრე მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერს“ – უსუფაშვილი

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, წინასაპარლამენტო არჩევნების პერიოდში ადგილი არ ექნება  მტრობას და კანონის დარღვევას.

 "ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე, რომ ეს ვერ გავიაზროთ. ჩვენ ცოტა სხვა გამოცდილების და ხედვების ხალხი ვართ. რეალურად კი მე მიმდინარე პროცესებში უფრო სხვა ლიდერებისგან ვხედავ პრობლემებს და არ მინდა, რომ უცხოეთში გაქცეული თუ გადახვეწილი ავანტიურისტული იდეებით დაკავებული ყოფილი თუ დღევანდელი ლიდერები რაღაც პროვოკაციის მსგავსს გვიწყობდნენ გამუდმებით. ნაციონალებმა ვერ დააღწიეს თავი იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ. თორემ სამივეს მაგივრად გაძლევთ პირობას - არჩევნების წინ დიახ,  იქნება პოლიტიკური კონკურენცია, პაექრობა, მაგრამ ეს არ იქნება მტრობა, კანონის, არც ზნეობის და ეთიკის ნორმების დარღვევა", -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.