საზოგადოება
„დავით ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო“ – პროკურატურა

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის  მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტისლამურ სახელმწიფოში“ და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, დავით ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.