სამართალი
გია ვოლსკი: „პაპუაშვილის ჩანაფიქრი რომ შესრულებულიყო, შეიქმნებოდა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც საქართველო ძნელად თუ გაუმკლავდებოდა“

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმას ანტიკონსტიტუციურად თუ გამოაცხადებდა, ეს არაფერს გამოიწვევდა, არადა, რასაკვირველია, გამოიწვევდა, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

 როგორც ვოლსკიმ აღნიშნა,  რომ არა კვორუმის გაზრდა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა იმ კოლეგიაში, რომელსაც თავად პაპუაშვილი აკონტროლებს.

 „საკითხი, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, შეიძლება, მოითხოვს დამატებით იურიდიულ კონსულტაციებს, მაგრამ რეალურად არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ ცნოს რომელიმე ნორმა არაკონსტიტუციურად და ამას არ მოჰყვეს შესაბამისი შედეგები. რომ მომხდარიყო ისე, როგორც თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული, რეალურად შეიქმნებოდა ისეთი ვაკუუმი, ისეთი პოლიტიკური კრიზისი, როგორსაც საქართველო ძალიან ძნელად თუ გაუმკლავდებოდა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.