პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე იქნება

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ორი მოწვევის პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა  გუშინ  წარადგინა.

 „განზრახული გვაქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ პროპორციული სიის შემადგენლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 „ვფიქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ჰყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონები მაქსიმალურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.