აქტუალური
„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა“ – ვახტანგ კაპანაძე

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი.  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შეეცდება ახალი მინისტრის ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებას.

 ”მინისტრთან, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და ჩვენ დავთქვით, რომ გამოვნახავთ დროს და ამ საკითხს საგანგებო შეკრებას მივუძღვნით. წლის ბოლომდე იქნება დასრულებული და დადებული სამობილიზაციო სისტემა და რეზერვის განვითარების კონცეფცია, რომელშიც იქნება ასახული ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა გააჩნდეს ქვეყნის თავდაცვას. ნატო- ექსპერტებმა უკვე დაამთავრეს მუშაობა და დადეს დასკვნები, რომლებიც დადებითად აფასებს ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენ ასევე ველოდებით ნატო- ოფიციალური წარმომადგენლების ჩამოსვლას, რომლებიც ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში დაგვეხმარებიან”, - განაცხადა  ვახტანგ კაპანაძემ.

 თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს.

 შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოსცა აქტი, რის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა შეჩერდა.