საზოგადოება
„პრეზიდენტთან სარეფერენდუმო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ქორწინების ცნების განსაზღვრას ეხება, აღარ შედგება“ – ანა დოლიძე

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

 მოგვიანებით, 20:00 საათზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც 200 ათას ხელმომწერს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განუცხადა.