რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დალოცა, ჯვარი უსახსოვრა და წარმატებები უსურვა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა. ოთარ დანელიამ კათოლიკოს-პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამედროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციასა და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე ისაუბრა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.