აქტუალური
"სარეჟიმო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და არა - საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას" - ლევან იზორია

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. წითელაშვილი-ჯანელიძის სკანდალთან დაკავშირებული მასალები პროკურატურაშია. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ დაადასტურა და საიდუმლო ბაზებთან დაკავშირებთ პირველი შეფასება გააკეთა.

 „რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სარეჟიმო წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. იქიდან გამომდინარე, რომ მიუკერძოებელი საგამოძიებო სტრუქტურა გამოძიებას ატარებს, ეს ინფორმაციაც რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას, ამ გამოძიებიდან გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.