პოლიტიკა
კარასინი და აბაშიძე რუსეთ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია  ნათქვამი, მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს.

 “განიხილებოდა რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან და  ამ ურთიერთობების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები”, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.