აქტუალური
რესპუბლიკელებმა ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს და თანამდებობებს 1 აგვისტოდან – საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დატოვებენ

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ ინფორმაციაზე, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებებით მიმართეს.

 გავრცელებული ინფორმაციით კი, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს და ოფიციალურად თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ.

 საქინფორმი შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მინისტრები რესპუბლიკური პარტიის „სახეები“ არიან, რომლებიც დიდი ხანია ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, რესპუბლიკურმა პარტიამ დიდი ხანია დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ და დამოუკიდებლად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 თუმცა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე 2 თვის დაწყებულია, ოპოზიციური მინისტრები–რესპუბლიკელები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის მავნებლობის მეტი არაფერი მოუტანიათ, თანამდებობებიდან მხოლოდ მომდევნო ორშაბათს მიდიან და აშკარად თან მიაქვთ დიდი დივიდენდები, უზამაზარი ხელფასებისა და პრემიების გარდა.

 ალბათ მხოლოდ საქართველოში ინახავს ხალხი მინისტრებს, რომლებსაც არ ცნობს და „ძალიან“ არ ცემს პატივს.