აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: "იქნებ ახალგაზრდები დაფიქრდნენ იმაზე, თუ რატომ უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას უფროსი თაობა?" (ვიდეო)

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. „ნუ აკადრებთ თქვენს უფროს თაობას, რომ მათ ახსოვთ და ენატრებათ საბჭოთა კავშირი. ეს ის თაობაა, რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირის დასანგრევად და რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. საბჭოთა კავშირი შეიძლება ენატრებოდეს ერთეულებს, მაგრამ უფროსი თაობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი ენატრება, არამედ იმიტომ, რომ ამ თაობას რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. ისინი უფრო ცივი გონებით და საღი თვალით უყურებენ საქართველოს პრობლემებს", - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ზვიად ავალიანის თოქ-შოუ "არგუმენტების დროში" NDI-ს კვლევების კომენტირებისას გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).