აქტუალური
„მსოფლიო ლიდერმა“ ალასანიამ კლინტონის საგარეო პოლიტიკის „მრჩევლები“ მოიხელთა და მას „ცნობა“ გადასცა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფილადელფიაში მსოფლიო ლიდერთა ფორუმს ესწრება, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში გაიმართა. კონგრესზე 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დასახელდა.

 ირაკლი ალასანიამ, ან ფორუმის კულუარებში, ან დერეფანში ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის „მრჩევლები“ მოიხელთა:

 “მქონდა შეხვედრა კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს. ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე: ერთია ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგან საქართველოს სჭირდება სტაბილური ეკონომიკა და ინვესტიციები და მეორე - სამხედრო თანამშრომლობა, რათა საქართველო გახდეს უფრო დაცული. რესპუბლიკელები მოვლენ თუ დემოკრატები, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.