საზოგადოება
"მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ“ - კახი კალაძე

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეს შეფასება ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

კახი კალაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით არ მოუსმენია, თუმცა, მისი აზრით, ის საეჭვოდ დაემთხვა ბატონი პაპუაშვილის განცხადებას.

„ზოგადად, გაუგებარია ეს განცხადებები. მე ძალიან ეჭვი მეპარება, ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ, მგონია ეს პოლიტიკური სპეკულაციები, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში და მგონია, რომ საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ“, - განაცხადა კახი კალაძემ.