პოლიტიკა
ავღანეთში, სადაც ქართული კონტინგენტი რიცხოვნობით მეორეა, 2016 წლის დასაწყისიდან 388 ბავშვი დაიღუპა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში გაერო-ს მისიის განცხადებაში.

2016 წლის დასაწყისიდან ავღანეთში დაიღუპა 1600, ხოლო დაშავდა 3500-ზე მეტი ადამიანი. ეს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 2016 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილ მშვიდობიან მოსახლეებს შორის 388 ბავშვია.

გაერო-ს მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე ავღანეთში თავდასხმების შედეგად დაშავდა 64 ათასი ადამიანი, საიდანაც 23 ათასამდე დაიღუპა, 41 ათასმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ხშირია. ბოლო ასეთი შემთხვევა 23 ივლისს მოხდა, როდესაც ქაბულში შიიტი ხაზარების აქციაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი, ხოლო დაშავდა 230 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.