აქტუალური
თურქეთის პროკურატურამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV  ავრცელებს.

ჟურნალისტები აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმან ღვთისმსახურ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაციები მათ დასაკავებლად.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენს 16 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.

მთლიანობაში, გათავისუფლებული სამხედროების, პროკურორების, მოსამართლეების, გუბერნატორების, დიპლომატების, პილოტების, მასწავლებლებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების რიცხვმა უკვე 60 ათასს გადააჭარბა.

ასევე გაცემულია ბრძანება 170–მდე, მათ შორის – იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დახურვის შესახებ, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება.