საზოგადოება
“198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადავცემთ საკუთრებაში საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 “2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 ათას ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები. ეს პროცესი გრძელდება სრული დატვირთვით და ამ პროცესს ახორციელებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად”, - განაცხადა პრემიერმა.