პოლიტიკა
სახელმწიფო დუმაში მთავრობას რეკომენდაციას მისცემენ, საქართველოდან ღვინისა და ბორჯომის შემოტანა აკრძალოს

  საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი.  რუსეთის  სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელშიც დეპუტატები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის “ბორჯომის” იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან  საუბრისას კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელზაც საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მუშაობს, საქართველოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის ევროკავშირის სანქციებთან შეერთებას გმობენ და მთავრობას საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ ვალდებულები ვართ, რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ რუსეთის ფედერაციის  მთავრობას რეკომენდაციით, მიიღოს ანალოგიური ზომები”, - განაცხადა იან ზელინსკიმ.

რუსი კანონმდებლის აზრით, ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, რუსეთის საპასუხო ზომებისგან ბევრად მეტს დაკარგავენ. კერძოდ, ზელინსკის აზრით, ეს ეხება საქართველოს, რომელმაც რუსულ ბაზარზე თავისი ღვინისა და "ბორჯომის" ექსპორტი საფრთხის წინაშე დააყენა.

20 ივლისს ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს ექვსი ქვეყანა შუერთდა, მათ შორის საქართველო.

ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.