სამართალი
„თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ხედვა საქართველოს გეოპოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ!“- მარგველაშვილი

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. მე არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს. რას მართავს - არ ვიცი. მე ნადვილად არ მმართავს!" ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიაქართული ოცნების” ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი სახე. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის არის პარტიაქართული ოცნების” საარჩევნო მხარდამჭერი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 “ქართული ოცნების” მიმართ მერამდენედ არის ბრალდება - ჩვენ წავედით და გახდა რუსული, მე ამას ვერ ვხედავ”, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროსკეპტიკური ან ანტიევროპული ნარატივი ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა მედიაში. "რუსული პროპაგანდა ბევრად უფრო დახვეწილი გახდა", – აღნიშნა მან.

 “თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ხედვა, თუნდაც საქართველოს გეოპოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამას არ ვიზიარებდეთ. დემოკრატია ეს არის, რომ ჩვენ უნდა მოვითმინოთ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.