აქტუალური
დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით სექტემბერში NDI,IRI და GFK გამოაქვეყნებენ “ახალ სოცგამოკითხვას“, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ პირველ ადგილზე იქნება

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი.  ამის შესახებ  სოციოლოგმა ვალერიან  გორგილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

 “მე ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მუშაობა მიწევდა და ვიცი, რომ GFK- ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ამიტომ GFK- შედეგებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება. გარდა ამისა, კვლევის დამკვეთი არისრუსთავი 2”,  რომელიც პოლიტიკური მხარეა. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნებისრეიტინგინაციონალური მოძრაობისრეიტინგს 2-ჯერ აღემატება. მოქმედ პოლიტიკოსებს შორის კი კვირიკაშვილს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს”, - განაცხადა გორგილაძემ.

 “ქართულ ოცნებასშეუძლია, პარლამენტში უმრავლესობა აიღოს. “ნაციონალური მოძრაობამეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს ინარჩუნებს და ამ სტატუსს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია - ირაკლი ალასანიას, პაატა ბურჭულაძის, ნინო ბურჯანაძის პარტიები დაპატრიოტთა ალიანსიუახლოვდება. “ნაციონალური მოძრაობისრეიტინგი 10-დან 13-14 %-მდე მერყეობს”, - აღნიშნა სოციოლოგმა.

 მისი თქმით, თუ კვლევას პიარ-ინსტრუმენტად იყენებენ, მისი მიზანი მანიპულაციაა.

 „შემიძლია, მომავალი კვლევების პროგნოზიც გავაკეთო, რომლებსაც სექტემბრის თვეში NDI, IRI და GFK გამოაქვეყნებენ და, რომელთა შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობა” პირველ პოზიციაზე აღმოჩნდება. ყველას ვაფრთხილებ, ეს ძალიან არასერიოზულია და დესტაბილიზაციის ინიცირების მცდელობაა”, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.