სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შოთა . დააკავეს.

შოთა ტ-მ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებისათვის გეოლოგიური პაკეტის დაჩქარებულ ვადაში დამზადებისა და ლიცენზიის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.