აქტუალური
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში“

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 "ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. ამ წუთის მონაცემებით, ქართველი დაზარალებულები არ გვყავს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 ეკონომიკის მინიტრმა მიუსამძიმრა თურქ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ განმეორდება.