აქტუალური
სკანდალი! თინა ხიდაშელმა აღიარა, რომ ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოში არალეგალურად არსებობს (საქინფორმი)

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ კი, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 „JTEC გასული წლის აგვისტოში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გავხსენით. მისი სტატუსის მოპოვებისთვის ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ. JTEC  არის ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი და მას უნდა ჰქონდეს ადგილი ნატოს სტრუქტურაში, ის უნდა იყოს იმ ერთიანი სისტემის ნაწილი, რომლითაც ნატოს წევრი ქვეყნები ანალოგიურ ცენტრებში ანალოგიურ სწავლებებს ახორციელებენ. ჩვენ ვარშავის სამიტიდან დავბრუნდებით ლეგალიზებული JTEC-ით ნატოს სისტემასა და ნატოს სტრუქტურაში. ეს იქნება პირველი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მას არაწევრ ქვეყანაში ექნება ოფიციალურად დადასტურებული, სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რითაც აღიარა, რომ გასული წლის აგვისტოდან დღემდე „ნატო–საქართველოს  სწავლებისა და შეფასებისა ერთობლივი ცენტრი“ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს...